მეუფე დანიელი - ყველა კითხვაზე პასუხი, რომელსაც ჟურნალისტები სვამთ, პატრიარქის დღევანდელ ქადაგებაშია, გთხოვთ გაიაზროთ და საზოგადოებასაც დაეხმაროთ, გაიგოს

ყველა კითხვაზე პასუხი,რომელსაც ჟურნალისტები სვამთ, პატრიარქის დღევანდელ ქადაგებაშია, გთხოვთ გაიაზროთ და საზოგადოებასაც დაეხმაროთ, გაიგოს,- ამის შესახებ ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა (დათუაშვილი) ჟურნალისტებს განუცხადა.
მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, აპირებს თუ არა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას მაშინ, როდესაც ის ალექსანდრიის ეკლესიამ აღიარა, რაზეც მეუფე დანიელმა აღნიშნა, რომ კითხვები, რომელიც ისმება ჟურნალისტების მიერ, არ არის მნიშვნელოვანი დღეს.
"მინდა მოგახსენოთ, რომ კითხვები, რომელიც ისმება ჟურნალისტების მიერ, არ არის მნიშვნელოვანი დღეს. მინდა გითხრათ, რომ კარგი იქნება, თუ ჟურნალისტები პატრიარქის ქადაგებას, რომელიც დღეს მან ბრძანა, გაიაზრებთ და საზოგადოებას დაეხმარებით, რომ მათაც გაიგონ, იქ არის პასუხი ყველა კითხვაზე. ამას გირჩევთ და გთხოვთ, სხვა კითხვებს ნუღარ დამისვამთ",- განაცხადა მეუფე დანიელმა.
ჟურნალისტები მეუფე დანიელისგან ასევე დაინტერესდნენ, რა საკითხზე სასაუბროდ ხვდება მეუფე შიო მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს, თუმცა მეუფე დანიელმა აღნიშნა, რომ მან კითხვებზე პასუხი უკვე გასცა.

























