დედოფლისწყაროს სოფელ არბოშიკში 65 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს - გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს

დედოფლისწყაროს სოფელ არბოშიკში 65 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს - გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 65 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას ძალადობის კვალი აღენიშნება.

ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახის წევრები ქალს ვერ უკავშირდებოდნენ, რის გამოც პოლიცია გამოიძახეს. მათივე თქმით, სახლში არეული იყო ნივთები და ფანჯრები დაზიანებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.