ბათუმში "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ რეგიონალური კონფერენცია იმართება

ბათუმში "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ რეგიონალური კონფერენცია იმართება. პარტიის აჭარის ორგანიზაციას უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი ცინცქილაძე კვლავ უხელმძღვანელებს.
როგორც პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, აჭარის მოსახლეობას იმ პრობლემებზე ესაუბრება, რომელიც რეგიონს აწუხებს. მისი თქმით, აჭარაში, როგორც მთელს საქართველოში, სოციალური პრობლემები, უმუშევრობა და სამუშაო ადგილების სიმცირეა.
"ჩვენ აჭარაში არჩევნებისათვის მზადება დაწყებული გვაქვს, დღეს მნიშვნელოვანი დღეა, აჭარის ორგანიზაციის კონფერენციაა სადაც განახლებული საბჭოს შემადგენლობას და აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელს ავირჩევთ. მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის მოსახლეობას, რათა წლების განმავლობაში მხარდაჭერა გვაქვს. მათი პრობლემების შესახებ ყველაზე კარგად ვიცი",- განაცხადა ბურჯანაძემ.

























