ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში მეწყერი ჩამოწვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგად რამდენიმე ოჯახს საფრთხე შექმნა.
მოსახლეობის ინფორმაციით, მეწყერმა ბუნებრივი აირის მილიც დააზიანა. მოსახლეობა დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ აჭარის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად დღეს მეწყერი ჩამოწვა, რამაც პრობლემები შექმნა.

























