ბათუმის ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში ჰელიმიშის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა, რომლებიც ძლიერი წვიმის გამო დაზარალდნენ

ბათუმის ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში ჰელიმიშის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა, რომლებიც ძლიერი წვიმის გამო დაზარალდნენ. ჯაბა ტუღუშის განცხადებით, ინფორმაცია მან სოციალური ქსელების საშუალებით გაიგო, სადაც დაზარალებულები დახმარებას ითხოვდნენ.
უხვმა ნალექმა მდინარე მეჯინისწყლის ადიდება და მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანება გამოიწვია. ვიცე-მერის თქმით, ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო ქუჩის გაწმენდითი სამუშაოები.
რაც შეეხება დატბორვის პრობლემას, როგორც ვიცე-მერმა ჰელიმიშის ქუჩის მაცხოვრებლებს განუმარტა, უკვე მომზადებულია ნაპირსამაგრი სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია.

























