კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კასპის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დღეს კასპში, ბორჯომის ქუჩიდან ე.წ. ნატბეურა-ს გავლით, პაატას ქუჩის გადაკვეთამდე ასფალტირებული კეთილმოწყობილი გზა გაიხსნა.
მათივე ინფორმაციით, გზაზე მოეწყო ქვის გაბიონი, გადამსვლელები, დაიგო ასფალტი, დაიხაზა და დაიდგა საგზაო ნიშნები. გზის სიგრძე 1 863 გრძივი მეტრია, სამუშაოები შპს „გზები და კეთილმოწყობა“-მ შეასრულა. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელა და მასზე 1 652 390 ლარი დაიხარჯა.
მუნიციპალიტეტის ცნობით, გზის მოასფალტებამდე შეიცვალა მიწისქვეშა სასმელი, საკანალიზაციო სისტემები. ქუჩაზე დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის ლედსანათები.

























