ონის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ

ონის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ

ღია დილოგის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში: წედისში, ქვედში, ონჭევში და ჟაშქვაში, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ .

რაჭის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ღუდუმიძემ მოსახლეობას რეგიონში მიმდინარე მასშტაბური პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათი განხორციელების მნიშვნელობა გააცნო.

„ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მთავარ საჭიროებად წყლის სათავე ნაგებობის მოწესრიგება, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და ახალგაზრდებისთვის თავშეყრის ადგილის მოწყობა დასახელდა.

შეხვედრებს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, თამჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი და ამავე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა მაისურაძე ესწრებოდნენ, მათი თქმით სოფლებში გამოკვეთილი საჭიროებები გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტის შედგენისას.

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსმა გიორგი მაქარაშვილმა მოსახლეობას რეგიონში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამები და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი აქტივობები გააცნო, სადაც მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე საუბარი სახელმწიფოს მიერ დაანონსებულ სოციალურ პროგრამებსა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის სარგებელსაც შეეხო,”-აღნიშნულია ინფორმაციაში.