ქარელში, დევნილთა საცხოვრებელ სახლში აფეთქებისას დაშავებულ მამაკაცს სხეულის 35%-იანი დამწვრობა აღენიშნება

ქარელში, დევნილთა საცხოვრებელ სახლში აფეთქებისას დაშავებულ მამაკაცს სხეულის 35%-იანი დამწვრობა აღენიშნება

ქარელში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 60 წლამდე ასაკის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პაციენტი თბილისში დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის განცხადებით, ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაზარალებულის მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

„მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ინტენსიური მკურნალობა უტარდება დამწვრობის ცენტრში, სადაც შემთხვევიდან უმოკლეს დროში გადაიყვანეს. სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს დინამიკაში. ამ დროისთვის შემიძლია გითხრათ, რომ დაშავებულს სხეულის 35%-იანი დამწვრობა აღენიშნება. რამდენიმე საათში, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება მის მდგომარეობაზე დაზუსტებით საუბარი”, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა.