ზესტაფონის მერის ინიციატივით, 1-ელი ოქტომბრიდან ზესტაფონში სიმსივნის სხვადასხვა ფორმების სკრინინგული კვლევების პილოტური პროგრამა დაინერგა

ზესტაფონის მერის ინიციატივით, 1-ელი ოქტომბრიდან ზესტაფონში სიმსივნის სხვადასხვა ფორმების სკრინინგული კვლევების პილოტური პროგრამა დაინერგა

ზესტაფონის მერის, გიორგი გოგლიჩიძის ინიციატივით, 1-ელი ოქტომბრიდან ზესტაფონში სიმსივნის სხვადასხვა ფორმების სკრინინგული კვლევების პილოტური პროგრამა დაინერგა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მერიიდან აცნობეს, პილოტური პროგრამით, კიბოს სკრინინგის კომპონენტის ფარგლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის უფასო სკრინინგული კვლევა ჩატარდა, რომელსაც ჯანმრთელობის ცენტრ „ჰერა“ -ს მობილური ჯგუფი აწარმოებდა.

სკრინინგულ კვლევებში ჩართულ ბენეფიციარებს ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, მოადგილე ელგუჯა კვეტენაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე შეხვდნენ.

პროექტი მუნიციპალიტეტში ზესტაფონის მერიის ინიციატივითა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრის ხელშეწყობით ხორციელდება, მასში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების სამედიცინო პერსონალიცაა ჩართული. პროგრამაში ჩართვის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, მიმართონ სამედიცინო ამბულატორიებს და მიიღონ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურეობა.

„ზესტაფონი ერთ - ერთი პირველი მუნიციპალიტეტია რეგიონში, სადაც კიბოს გაძლიერებული სკრინინგის პროგრამა დაინერგა. ჩვენი სურვილია ბევრი ადამიანი ჩაერთოს ამ პროგრამაში და მეტი ყურადღება დაუთმონ საკუთარ ჯანმრთელობას,“ - აღნიშნა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.