გორში, სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღი შენდება

გორში, სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღი შენდება

გორში, სადგურის დასახლებაში, მარაბდელის ქუჩის მიმდებარედ, საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სს ,,სამშენებლო ტრესტი N3"-მა სამუშაოები, ხელშეკრულების მიხედვით, 7 თვეში უნდა დასრულოს.

ასევე, 1 018 493 ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში იგეგმება საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა და შემოღობვა.

„სატენდერო პირობების მიხედვით, შენობა ორსართულიანი იქნება და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. სკოლამდელი დაწესებულების ფართი, რომელიც 90 აღსაზრდელზეა გათვლილი, 488 კვადრატული მეტრი იქნება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ სადგურის დასახლებაში მცხოვრებ პატარებს აღარ მოუწევთ ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებულ სააღმზრდელო დაწესებულებებში სიარული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს.