„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ლაგოდეხის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა ომარ შველიძემ გაიმარჯვა

ლაგოდეხში გამართულ საკრებულოს შუალედური არჩევენებში გამარჯვებას „ქართული ოცნება“ ზეიმობს. წინასწარი შედეგების გაცნობის შემდეგ, მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა ქუჩაში მანქაებით მსვლელობა მოაწყეს. კანდიდატის ომარ შველიძის თქმით,მისთვის მოულოდნელი არ იყო დამაჯერებელი გამარჯვება.
„ევროპულ საქართველოში“ კი,მიიჩნევენ, რომ მმართველი ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენს.
ცნობისთვის, ლაგოდეხის #15-ე საარჩევნო ოლქში 4000-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული. აქედან, ბოლო ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა საერთო ამომრჩევლის რაოდენობის 54%-მა მიიღო. აფენის თემის შემავალ სამ სოფელში ოთხი საარჩევნო უბანი მოქმედებდა.

























