ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას 50 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 50 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მამაკაცი ექიმებს შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი აბუსერიძის ქუჩაზე ველოსიპედით გადაადგილდებოდა, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

























