ბათუმში, ფერიის დასახლებაში მცხოვრები დუმბაძეების ოჯახი ალტერნატიულ ადგილას გადასახლებას ითხოვს

ბათუმში, ფერიის დასახლებაში მცხოვრები დუმბაძეების ოჯახი ალტერნატიულ ადგილას გადასახლებას ითხოვს

ბათუმში, ფერიის დასახლებაში მცხოვრები დუმბაძეების ოჯახი ალტერნატიულ ადგილას გადასახლებას ითხოვს. როგორც გიორგი დუმბაძე აცხადებს, შემოვლითი გზის მშენებლობის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიბზარა. მისი თქმით, შვიდსულიანი ოჯახი გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფება და არსებობს საფრთხე, რომ საცხოვრებელი სახლი დაინგრეს.

დუმბაძეების ოჯახმა დღეს საპროტესტო აქცია გამართა და დახმარება ითხოვა.

„სახლი პირდაპირ გვირაბის თავზე დგას. უბანში სხვა ოჯახები გაასახლეს. მხოლოდ ერთი ოჯახი დარჩა. არ ვიცი რას გვერჩიან. მუდმივ შიშში ვცხოვრობთ. აფეთქებითი სამუშაოების დროს სახლს ბზარები გაუჩნდა. ბოლო დროს სარდაფში შემოდის წყალი. მივმართეთ საგზაო დეპარტამენტს, თუმცა ყურადღება არ მოგვაქციეს”, - განაცხადა გიორგი დუმბაძემ.