ანონსი 23 ოქტომბერი

ანონსი  23 ოქტომბერი

23 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაგრძელდება. ფორუმს მისასალმებელი სიტყვით პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გახსნის.

მის: რუსთაველის 29

23 ოქტომბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი, C კორპუსი, V სართული.

23 ოქტომბერს, 10:00 საათზე, პარტია ,,სამართლიანობისთვის” ახალგაზრდული მოძრაობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევის პროცესთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას გამართავს.

მის: პარლამენტის უკანა შესასვლელი (ძმები ზუბალაშვილების ქუჩის მხრიდან).

23 ოქტომბერს, 10:30 საათზე, მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" წარმომადგენელი, ზუკა ბერძენიშვილი საქართველოს გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს მიმართავს განცხადებით დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

მის: ვახტანგ გორგასლის N24

საკონტაქტო: თამარ კურატიშვილი 591994815

23 ოქტომბერს, 10:30 საათზე, „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“, ევროპის საბჭო გამართავს კვლევის პრეზენტაციას, რომელიც „საერთო სასამართლოების მართვის რგოლში ქალ მოსამართლეთა დაბალი წარმომადგენლობის განმსაზღვრელ ფაქტორებს“ შეეხება.

საკონტაქტო: 555 633 543

23 ოქტომბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გაიმართება თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის ადგილობრივი და ევროპული გაიდლაინების პრეზენტაცია. ღონისძიების ორგანიზატორია "თამბაქოს კონტროლის ალიანსი". საკონტაქტო: 551150773

23 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში, EMC-ი გამართავს სამუშაო შეხვედრას - „გამოძიების ხარვეზები შრომის უსაფრთხოების საქმეებში - მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევების მაგალითზე“.

მის: ჭოველიძის 10.

საკონტაქტო: 593 73 75 03 სალომე აჩბა

23 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“ ბიზნესკომპანიები ხელს მოაწერენ შშმ პირების გაძლიერების პრინციპებს, რითიც ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ ხელი შეუწყონ საზოგადოებაში მათ ინტეგრაციასა და კარიერულ წინსვლაში მხარდაჭერას. ღონისძიებას გახსნის პარამოფარიკავე და მსოფლიო ჩემპიონი ირმა ხეცურიანი.

საკონტაქტო: 599 512215 ეთუნა ცოტნიაშვილი

23 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და დაავადებაზე და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრებენ.

23 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: თავისუფლების 2

23 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი გაიმართება.

23 ოქტომბერს, 11:30 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ალეკო ელისაშვილი მოახლოებულ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე განცხადებას გააკეთებს.

მის: ათონელის ქ. N25

საკონტაქტო: ეკა მელიქიძე 599854722

23 ოქტომბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „დამსაქმებელთა ასოციაციის“ იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის, შალვა ცხაკაიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები და ასოციაციის შენიშვნები პარლამენტს. რატომ მიიჩნევს ასოციაცია, რომ ბიზნესი ცვლილებებისთვის მზად არაა.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

23 ოქტომბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გამართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი, B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი.

23 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ლეიბორისტული პარტიის” ერთერთი ლიდერის, ლაშა ჩხარტიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები - გააუმჯობესებს, თუ არა შემოთავაზებული ინიციატივები დასაქმებულთა უფლებებს. მთავარი პრობლემები და გამოწვევები დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით, რაც კანონპროექტში არ ასახულა.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

23 ოქტომბერს, 13:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

23 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი

მის: ინგოროყვას 7

23 ოქტომბერს, 14:00 საათზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულებისთანავე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება.

მის: საქართველო ეროვნული ბანკი, სანაპიროს 2, მე-5 სართული.

23 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N515, C კორპუსი, V სართული.

23 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში გაიმართება „რეფორმების ლაბის“ (ექსპერტთა გაერთიანება) შეხვედრა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან.

მის: კოსტავას 75ბ (ტელეკომპანია „მზის“ ყოფილი შენობა)

საკონტაქტო: ნინო ხომერიკი 599 881505

23 ოქტომბერს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილისა და ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილის, თეიმურაზ ჩოჩუას სასამართლო პროცესი გაიმართება.