ანონსი 22 ოქტომბერი

22 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნება.
22 ოქტომბერს, 10:00 საათზე, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში მესამე საერთაშორისო კონფერენციას - „სემიტოლოგიური ძიებანი“უმასპინძლებს.
მის: ლ. გუდიაშვილის N7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
22 ოქტომბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
22 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორები კანონპროექტს დაინტერესებულ მხარეებთან ერთად სამუშაო შეხვედრაზე განიხილავენ.
მის: თელავის ქ.20
22 ოქტომბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ (ყოფილი „ყაზტრანსგაზი“) ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე და კომერციული დეპარტამენტის უფროსი ედიშერ ხორავა პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: ნოემბრიდან ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება; ეკონომიკის სამინისტროს კანონპროექტი: რა სანქციების დაწესებაა დაგეგმილი და რამდენად საკმარისია ის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად? აფეთქება გურამიშვილის გამზირზე და ადგილობრივების განცხადებები კომპანიის პასუხისმგებლობაზე. როგორია სტატისტიკა კუსტარულად დამონტაჟებული მოწყობილობების მოხმარებასთან დაკავშირებით. ზამთრის სეზონის მოახლოება და რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24
22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, "პირველი რადიოს“ პრესკლუბში ფონიჭალის მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფი ბრიფინგს გამართავს.
თემა: თბილისი - რუსთავის ავტობანის მშენებლობა.
საკონტაქტო: მარიამ ქოჩუა 555 63 98 18
22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 21 ოქტომბერს ჩატარებული სემეკის თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგებს დაამტკიცებს.
მის: ა. მიცკევიჩის N19
22 ოქტომბერს, 11:30 საათზე, ადვოკატი ნონა ფილაური და მკვლელობისთვის მსჯავრდებულის დედა მედიაცენტრ „მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: სოფელ ჯავახში, გიორგი ადუაშვილის მკვლელობის ახალი გარემოებები - მამის მიერ ჩადენილი მკვლელობისთვის შვილი დააკავეს.
მის. მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565
22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეების - გივი ცინცაძისა და დავით ჯაშის ადვოკატი და ბრალდებულის მეუღლე მედიაცენტრ „მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.
მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565
22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, GMTV-ს პრესკლუბში, თემაზე - „ერთიანი ფრონტი სრულმაშტაბიანი ბრძოლისთვის და რევოლუციური განწყობა დევნილებში“ - აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი პოზიცია დაფიქსირდება და გაჟღერდება ახალი დეკლარაცია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით.
მის: გურამიშვილის 78
საკონტაქტო: 599 88 97 18
22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ აუდიტორულ და საკონსულტაცია კომპანია ლოიალტესთან თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს.
22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კინოსტუდია „პიონერფილმის“ ხელმძღვანელის, რეჟისორ გრიგოლ ჩიგოგიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ნორჩ კინომოყვარულთა XIII საერთაშორისო ფესტივალ „თბილისურ აისი“
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24
22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
22 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თბილისში, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, მოქალაქე ალექსანდრე წვერავას იაფ მედიკამენტებს გადასცემს და საგანგებო განცხადებას გააკეთებს იმ ბარიერების შესახებ, რასაც აუდიტის სამსახური უქმნის იაფი მედიკანენტების კამპანიას.
მის: არჩილ ქურდიანის 10, ბინა 8, მე-4 სართ.
საკონტაქტო: 599 21 41 04 კახა კუკავა
22 ოქტომბერს, 13:00 საათზე, "ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ინიციატივა - 125 000 სოცდაუცველი ოჯახისთვის ელექტრონული სიგნალიზატორის, ე.წ დეტექტორის გადაცემასთან დაკავშირებით. ბიუჯეტი და პროცედურები.
ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით გარდაცვლილთა მაღალი მაჩვენებლი.
მის: ზ. ავალიშვილის 8. (პირველი სართული)
საკონტაქტო: 551662525
22 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N238 (C კორპუსი, II სართული)
22 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრ ტიგრან ავინიანს შეხვდება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
22 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო "რედისონში" "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" და "ანაკლია სითი" ხელს მოაწერენ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მსოფლის მოწინავე სატრანსპორტო კომპანიასთან Kuehne Nagel. მემორანდუმი მიზნად ისახავს „ქუნენ ნაგელის“ ბიზნეს აქტივობის გაზრდას რეგიონში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის (სეზ) მეშვეობით.
22 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
დაბა შუახევი, შუახევის მუნიციპალიტეტის მერია (თამარ მეფის ქუჩა N30)
22 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)
22 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“ წევრები „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლებს შეხვდებიან.
საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
22 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ხაშურში, ნატოს დღეების ფარგლებში შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი და საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი შიდა ქართლის რეგიონში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის თემაზე შეხვედრას გამართავენ.
მის: ხაშურის მუნიციპალიტეტი, ახალი ბანა.
საკონტაქტო: მარიამ გიგაური 598 32 26 85
22 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ქუთაისში, გაეროს კვირეულის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება ორგანიზებულია ორგანიზაციების საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვისა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ, გაეროს მხარდაჭერით.
მდგრადი განვითარების მიზნების და ახალგაზრდობის თემას მიეძღვნება ესმა გუმბერიძის, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის საჯარო ლექცია, რომელიც ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ამფითეატრში, 14:00 საათზე დაიწყება.
საკონტაქტო: თეონა ქობულაძე: 599 72 02 89
22 ოქტომბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული)
22 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის დირექტორი ლორენს მერედიტი პრესისთვის კომენტარს გააკეთებს.
საკონტაქტო: თამარ მიქაძე 599 53 30 31
22 ოქტომბერს, 17:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე, „რესპუბლიკაში“ (L3 სართული), ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაციის - AI Georgia-ს პრეზენტაცია გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პირველი კვლევა, რომელსაც საქართველოში ხელოვნური ინტელექტის, Digital Mind-ის შემქმნელი გიორგი ჩახნაშვილი, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და საქართველოში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის ხელშეწყობით განახორციელებს.
საკონტაქტო: მარიამ მინაძე +995558423554
22 ოქტომბერს, 18:00 საათზე, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ორგანიზებით კორპორაციული პასუხისმგებლობის კვლევის პრეზენტაცია გაიმართება. კვლევა საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაინახოს თუ რა მდგომარეობაა საქართველოში მოქმედ მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებში CSR-ის მიმართულებით. კვლევაში მონაწილეობა 1000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. საკონტაქტო: ეთუნა ცოტნიაშვილი, 599 512215
22 ოქტომბერს, 19:00 საათზე „ბიბლუსი გალერეაში" „ლურჯი ოკეანის" კვირეულის ფარგლებში, გაიმართება შოთა ჩინჩალაძის ლექცია - „საუბრები ძროხობაზე“.
მის: კანდელაკის #7

























