ქუთაისში მოსკოვის თეატრის გასტროლების გამო, პროტესტი დღესაც გაგრძელდა

ქუთაისში მოსკოვის თეატრის გასტროლების გამო,  პროტესტი დღესაც გაგრძელდა

ქუთაისში მოსკოვის თეატრის „ნიკიტსკის კარიბჭესთან“ გასტროლების გამო, პროტესტი დღესაც გაგრძელდა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის "რუსეთი ოკუპანტია" წევრები მესხიშვილის თეატრთან მივიდნენ და შესვლას შეეცადნენ. მათი მიზანი ბროშურების დარიგება იყო. აქტივისტების თქმით, არ შეეგუებიან ქუთაისში მოსკოვის დასის ვიზიტს, ამიტომ გადაწყვიტეს, მშიდობიანი ფორმით პროტესტი გამოეხატათ.

"ჩვენ არ შევეგუებით ქუთაისში რუსი მსახიობების ვიზიტს, ამიტომ მოვედით მშვიდობიანად, გვინდოდა ჩვენი პროტესტი გამოგვეხატა და დაგვერიგებინა ბროშურები წარწერით "რუსეთი ოკუპანტია". რისი საშუალებაც არ მოგვეცა. ჩვენ არ გვინდოდა ხმაურით მოსვლა, გვინდოდა, კულტურული ფორმით გამოგვეხატა პროტესტი, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელი მოვედით", -განაცხადეს მოძრაობის წევრებმა.

თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპექტაკლის მაყურებელთა რაოდენობა შეზღუდულია, ყველა მოსაწვევი გაცემულია და დამატებით სტუმრებს მოსაწვევის გარეშე თეატრში ვერ შეუშვებენ.