ანონსი 20 ოქტომბერი

20 ოქტომბბერს, 12:00-დან 20:00 საათამდე, დედაენის ბაღში ფლი-მარკეტი - კანაექსპო 2019 გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან გირჩის წევრები, მათ შორის ზურა ჯაფარიძე, ვახო მეგრელიშვილი, ლევან ჯგერენაია და ა.შ. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კანაფთან დაკავშირებული პროდუქტები: გროუტენტები, განათებები, სასუქები, CBD ზეთები, მოსაწევი აქსესუარები და სხვა. გამოფენაში 20-ზე მეტი სხვადასხვა კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
საკონტაქტო: მარია გეგეჭკორი 551 599 870
20 ოქტომბერს 13:00 საათზე, „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია, აჭარაბეთთან (სპორტის სასახლესთან) საპროტესტო აქცია-პერფომანსს გამართავს.
საკონტაქტო პირები: მიხეილ ქუმსიშვილი - 558960253; ქეთი დოლიძე - 599327077
20 ოქტომბერს, 14:00 საათზე, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე და სტრატეგია „აღმაშენებლის“ იდეის ავტორი, ახალგაზრდებს შეხვდება. სტრატეგიის იდეებს გააცნობს და მათ ხედვებს მოისმენს.
მის.: საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა (სააკაძის დაღმართი N10)
საკონტაქტო პირი: 551662525
20 ოქტომბერს, 17:00 საათზე, მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ თელავში, ერეკლეს მოედანზე, აქციას „კახეთი ქვეყნის სამსახურში“ გამართავს.
საკონტაქტო პირი: თამარ კურატიშვილი - 591 99 48 15
20 ოქტომბერს, 18:00 საათზე, წერეთლის გამზირზე. ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლები აქციას გამართავენ და მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობას გააპროტესტებენ
მის: წერეთლის 72

























