მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" ხვალ, კახეთში აქციას გამართავს

მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" ხვალ, კახეთში აქციას გამართავს

მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" ხვალ, კახეთში აქციას გამართავს. 20 ოქტომბერს, 17:00 საათზე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მოძრაობის წევრები მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ისინი 20 ივნისს დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს გააპროტესტებენ და სამოქალაქო მოძრაობის მიზნებზე ისაუბრებენ. ერთ-ერთი ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის თქმით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიასგან აქციის ჩატარებაზე უარის მიუხედავად, პროტესტს მაინც გამოხატავენ, რადგან გამოხატვის თავისუფლებას ნებართვა არ სჭირდება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში კი განმარტაცენ, რომ ორგანიზაციამ მუნიციპალიტეტს ვადის დარღვევით მიმართა.

მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" მსგავსი აქციების გამართვას ქვეყნის მასშტაბით გეგმავს.