„რუსეთი ოკუპანტიას“ წევრები ქუთაისში მოსკოვის თეატრის გასტროლებს აპროტესტებენ

სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ წევრები ქუთაისში მოსკოვის „ნიკიტკის კარიბჭის“ თეატრის გასტროლებს აპროტესტებს. მოძრაობის აქტივისტის ცოტნე ბიაშვილის თქმით, ისინი სპექტაკლის პარალელურად საპროტესტო აქციებს გამართავენ.
მოსკოვის „ნიკიტკის კარიბჭის“ გასტროლები ქუთაისში დღეს იწყება და ორი დღის მანძილზე მესხიშვილის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნება რუსულენოვანი სპექტაკლები.
მოსკოვის თეატრის ქუთაისში გასტროლთან დაკავშირებით რაიმე კავშირს უარყოფენ მერიაში. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიაში განუცხადეს, გასტროლებს მთლიანად მესხიშვილის თეატრი მასპინძლობს.

























