ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ხოლო კიდევ ორ ადამიანს, ქალსა და მამაკაცს სამედიცინო გამოკვლევები ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში უტარდება.

ავტოსაგზაო შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ე.წ მეჯინის წყლის დასახლებასთან მოხდა, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.