შატილში სკოლის შენობა დაიწვა

შატილში სკოლის შენობა დაიწვა

შატილში საჯარო სკოლის შენობა დაიწვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

იხილეთ ვიდეო: კადრები შატილიდან, სადაც ერთადერთი სკოლა იწვის