ბათუმში ვეტერანთა დღე აღინიშნა

ბათუმში ვეტერანთა დღე აღინიშნა

ბათუმში, გმირთა ხეივანში, ვეტერანთა დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მთავრობის წარმომადგენლებთან და ქალაქის მერთან ერთად დაესწრო.

„დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ვეტერანები, ღვაწლმოსილი და ჩვენი ქვეყნის წინაშე დამსახურებული ადამიანები. ჩვენი მოვალეობაა მაქსიმალურად ვიზრუნოთ მათზე. ყველაფერს ვაკეთებთ მათი ხელშეწყობის კუთხით. თუმცა ეს არ არის საკმარისი და ვგეგმავთ სიახლეებს, რომ კიდევ უფრო მეტად დაფასდეს მათი დამსახურება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მათივე ინფორმაციით, ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას სტუდენტები, ვეტერანები და საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ. ვეტერანთა დღე 17 ოქტომბერს საქართველოში 2015 წლიდან აღინიშნება.