რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, შედარებით მძიმეა ქალის მდგომარეობა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, შედარებით მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული ახალგაზრდა ქალს.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს" რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, 4 წლის ბავშვის გადაყვანა თბილისში იგეგმება და კატასტროფის მედიცინის ცენტრიდან ბრიგადას ელოდებიან, ახალგაზრდა ქალი კი ცენტრალურ საავადმყოფოში რჩება შემდგომი მკურნალობის მიზნით.
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ახალგაზრდა ქალს და ეტლში მჯდომ 4 წლის ბავშვს მოტოციკლი მაშინ დაეჯახა, როდესაც ისინი ქვეითთა გადასასვლელზე გადადიოდნენ.

























