ზესტაფონში ტაბაკინში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

სოფელ ტაბაკინში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. რეაბილიტაცია გზის 1 კმ - მდე მონაკვეთს უტარდება. გზის ზედაპირის მოწყობა პროექტის მიხედვით არმირებული ბეტონის საფარით ხდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
„ტაბაკინის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 235 629 ლარია.
გზის კეთილმოწყობაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ალპედე“ მუშაობს.
სატენდერო ვალდებულებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სოფელ ტაბაკინში 2019 წლის დეკემბრის თვის დასაწყისში უნდა დასრულდეს. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 400 - მეტი ადამიანი შეძლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























