აჭარის მთავრობის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

აჭარის მთავრობის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს და 17 ინფრასტრუქტურული პროექტი გამოფინეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აღნიშნული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო, თუმცა ისინი არ განხორციელებულა.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, „ქართულმა ოცნებამ" აჭარის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი მოიპარა.

„პირველი ეტაპი პროექტების გაზაფხულზე შევისწავლეთ, სადაც განუხორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 100 მილიონი ლარი დაიხარჯა. ჩვენ ვაგრძელებთ ყველა იმ პროექტის შესწავლას, რისთვისაც ბიუჯეტიდან თანხები გამოიყო.

დღეს აჭარის მთავრობის სახლთან დამატებით 17 ახალი პროექტი წარმოვადგინეთ, რომლისთვისაც 150 მილიონი ლარი მთავრობამ დახარჯა და შედეგი არის ნული. ეს არის ხალხისთვის მოპარული ფული და ამ ფულით გაზულუდა „ქართული ოცნება", - განაცხადა რეზო ხარაზმა.