ანონსი 15 ოქტომბერი

ანონსი  15 ოქტომბერი

15 ოქტომბერს, 09:00 საათზე, დიდი ბრიტანეთი/საქართველო 2019 სეზონის ფარგლებში, საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების ახალგაზრდული ფორუმი გაიხსნება.

მის: სასტუმრო "Rooms Hotel"

15 ოქტომბერს, 09:30 საათზე, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, პირველად საქართველოში, უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი „მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“ გაიმართება. Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს ბანკის პარტნიორობით, უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი წელს პირველად ტარდება. ღონისძიებას დაესწრება 300-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან.

15 ოქტომბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში“, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით, ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP), აშშ-ის ფედერალური ვაჭრობის კომისიის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თანაორგანიზებით, კონფერენცია იმართება თემაზე - კონცენტრაციების კონტროლი.

15 ოქტომბერს, 10:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება "ახალი ურბანული ტოპოლოგიების ფორუმი" (NUT) ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

მის: პაატა სააკაძის 1

საკონტაქტო: მარიამ მაღულარია, 595 51 94 51

15 ოქტომბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

15 ოქტომბერს, 10:30 სათზე, სახალხო დამცველი გამართავს საჯარო შეხვედრას: „განათლების მისაწვდომობა უსინათლო პირთათვის“.

მის: სასტუმრო „თბილისი მარიოტი“, რუსთაველის გამზირი 13

15ოქტომბერს, 10:30 საათზე, გერმანიაში მცხოვრები წარმატებული ემიგრანტი, ცნობილი მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: ძალადობა ქალებზე - როგორ დავიცვათ თავი მოძალადეებისგან და რა ვითარებაა ამ მხრივ გერმანიაში.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

15 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

15 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუა „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: საკეისრო კვეთის კატასტროფული მაჩვენებელი, ათასობით ლარით დაჯარიმებული კლინიკები, რომლებიც ჯარიმას ვერ იხდიან, ჯარიმას ეწირებიან და იხურებიან.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე). საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

15 ოქტომბერს, 11:00 საათზე, დევნილთა პარტიის თავმჯდომარე, ლელა გულედანი ჯანდაცვის სამინისტროსთან, დევნილების აქციას შეუერთდება.თემა დევნილებთან ერთად სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება

მის: აკ. წერეთლის გამზირი 14.

საკონტაქტო:: 555 480 515 მაკა ტოხიშვილი

15 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

15 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარის, გიორგი ბახტურიძის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: საკანონმდებლო პროექტი ელექტროსიგარეტებზე რეგულაციების შერბილებასთან დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტი განიხილავს. „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მოთხოვნა. ასაწონი თამბაქოს დაბეგვრის საკითხი.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო : 593 53 45 24

15 ოქტომბერს, 11:30 საათზე , ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართება ქართულ-ესტონური საგზაო-სამშენებლო ფორუმი. ღონისძიების ფარგლებში, მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე, ესტონეთის კონსული საქართველოში - იურგო ლო და ესტონეთის საგზაო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - იანარ ტუკი. ფორუმზე პრეზენტაციებს წარმოადგენენ საქართველოს და ესტონეთის საავტომობილო გზების დეპარტამენტების, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ესტონური და ქართული კერძო კომპანიების წარმომადგენლები.

მის: ლუბლიანას 13ბ, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ საკონფერენციო დარბაზი. საკონტაქტო: თათა ქაფიანიძე ტელეფონი: 577400474

15 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

პლენარული სხდომის შესვენების დროს გაიმართება

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

კომიტეტის სათათბირო ოთახი N331 (C კორპუსი, III სართული)

15ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში, შედგება „რეფორმების ლაბის“(ექსპერტთა გაერთიანება) პირველი შეხვედრა ახალი საქართველოს ლიდერთან გიორგი ვაშაძესთან. „რეფორმების ლაბი“ ეს არის ექსპერტთა და დარგის სპეციალისტთა გაერთიანება, რომელიც შექმნილია ზეპოლიტიკური და ზეპარტიული დღის წესრიგის შესაქმნელად. დაგეგმილია ასევე , სხვა პროდასავლურ პარტიებთან შეხვედრა.

საკონტაქტო:599-88-15-05 ნინო ხომერიკი

15 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის, კობა ნარჩემაშვილი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდება.

თემა: „სტუდენტური პარლამენტის ჩართულობა ქვეყნის ახალგაზრდულ პოლიტიკაში“.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

15 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა მოქალაქე დერა გოდერძიშვილს იაფ მედიკამენტებს გადასცემს.

მის:ვაჟა-ფშაველას VIკვ, კორპუსი 3, მე-2 სადარბაზო, მე-3 სართული, ბინა 37

საკონტაქტო: 599 21 41 04 კახა კუკავა

15 ოქტომბერს, 14:00 საათზე , სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და გაეროს ქალთა ორგანიზაცია აგროტურიზმში საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ კონსულტაციებს გამართავენ.

მის: სასტუმრო „მოქსი“,ზაარბრიუკენის მოედანი

15 ოქტომბერს, 14:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საკრებულოს თანამშრომლის , თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა განცხადებას გააკეთებს. თემა: თამთა თოდაძის დაცვის მხარე პროკურატურას ახალი შუამდგომლობებით მიმართავს. ილია ჯიშკარიანის განცხადებები.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

15 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ადვოკატთა ასოციაციის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ადვოკატ ნაირა ოტიაშვილის დაკავება და ბრალდება.

მის: ზუბალაშვილების 11

საკონტაქტო: 558132241

15 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ანაკლიის კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი პრესკონფერენციას გამართავს პროექტის მიმდინარე სტატუსთან დაკავშირებით, რომელსაც დაესწრებიან კონოსრციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებიც.

მის: სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“, თელავის ქ. N20

15 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი საკანონმდებლო ინიციატივის და პეტიციის წარდგენის ელექტრონული გვერდის პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის წევრები.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

15 ოქტომბერს, 16:00 საათზე, თბილისის ზოოპარკში კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად და კლიმატისადმი მედეგი ურბანული განვითარების მხარდასაჭერად ახალგაზრდული ღონისძიება გაიმართება.

საკონტაქტო: სოფო ჭიჭინაძე 599 196907

15 ოქტომბერს, 18:00 საათზე, „სექტორი 3“ „კოსტაობა 2019“-ის ფარგლებში უმასპინძლებს შეხვედრას საქართველოში ოსური საზოგადოების, ჩრდილოეთ ოსეთიდან სტუმრების, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციისა წარმომადგენლების მონაწილეობით. ღონისძიებას დაესწრება სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ლია გიგაური.

მის: დიღომი, გიული ჭოხონელიძის ქ.5

საკონტაქტო: მარიამ ჯაფარიძე, 555 10 10 40

15 ოქტომბერს, 19:00 საათზე, "ერისიონის" დარბაზში ფონდი "ქართული გალობა" და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გამართავს წიგნის - "ჯემალ ჭკუასელი" - პრეზენტაციას. ავტორია ეთერ თათარაიძე. პრეზენტაციაში მონაწილეობენ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "ერისიონი" და გალობის უნივერსიტეტის გუნდი. მის: რუსთაველის 16.

საკონტაქტო: 555 47 16 96 ხატია მუსერიძე