„ევროპული საქართველოს” ლიდერებმა გორში, „გორის დღესთან” დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა

„ევროპული საქართველოს” ლიდერებმა გორში, „გორის დღესთან” დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა

„ევროპული საქართველოს” ლიდერებმა გორში, რაიონული ორგანიზაციის წევრებთან ერთად „გორის დღესთან” დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს. მათ მოსახლეობას „გორის დღე” მიულოცეს.

„მინდა, რომ მივულოცო გორელებს ეს დღესასწაული და ვუსურვო ყველას წარმატება, ბედნიერება, ჯანმრთელობა. საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. აქ, ახლოს, სამწუხაროდ ჩვენი მტერი და საოკუპაციო ხაზია. ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო გამთლიანდეს და ეს ხალხი ფეხზე მყარად იდგეს. ვულოცავ ყველას”, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო: