გორს ლიეტუვას დელეგაცია სტუმრობს

გორს ლიეტუვას დელეგაცია სტუმრობს. სტუმრები გორს ქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებით ეწვივნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, უთენის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დღეს გორის მერს შეხვდნენ.
კონსტანტინე თავზარაშვილმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და „გორის დღე 2019“ - ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. მერმა სიმბოლური საჩუქრები სტუმრებისგანაც მიიღო.
დელეგაციის წევრები საქართვლოს 13 ოქტომბერს დატოვებენ.
ცნობისთვის, გორისა და უთენის მუნიციპალიტეტებს შორის მემორანდუმი მიმდინარე წლის 26 მაისს გაფორმდა, რომელიც ორ თვითმმართველობას შორის კულტურის, განათლების, სპორტის და სხვა სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს

























