რუსთავი  შშმ პირთა სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალ  „ივერია ბრილიანტს“ მასპინძლობს

რუსთავი  შშმ პირთა სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალ  „ივერია ბრილიანტს“ მასპინძლობს

რუსთავი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალ „ივერია ბრილიანტს“ მასპინძლობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, კონკურსში საქართველოს, უკრაინის, ისრაელის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და პოლონეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

მათი ინფორმაციით, კონკურსის შესარჩევი ტური რუსთავის კულტურის სახლში გაიმართა. ღონისძიების მსვლელობისას, შეკრებილმა საზოგადოებამ ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ გია ყანჩელის ნაწარმოებზე პერფორმანსი წარადგინა.

კონკურსანტები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის შემადგენლობაში რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუაცაა.

კონკურსს მერის მოადგილე გოჩა ლორია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება და გამარჯვებულების დაჯილდოება რუსთავის პროფესიულ-დრამატულ თეატრში გაიმართება. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენაც.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის გამარჯვებულები უკრაინასა და აზერბაიჯანში საერთაშორისო კონკურსებზე გაემგზავრებიან.

ფესტივალი ა(ა)იპ „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალის“, ყოველთვიური გამოცემა „განსაკუთრებული ჟურნალის“ ორგანიზებითა და რუსთავის მერიის ხელშეწყობით ტარდება.

საერთაშორისო ფესტივალ „ივერია ბრილიანტს“ საქართველო უკვე მესამედ მასპინძლობს.