ლაგოდეხის მოსახლეობამ აქცია გამართა

ლაგოდეხის მოსახლეობამ აქცია გამართა

ლაგოდეხის მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი სასმელი წყლის ონკანებზე დამონტაჟებული მრიცხველების გაუქმებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დამონტაჟებული მრიცხველები მინიმუმ 40 ლარს, მაქსიმუმ კი 200 ლარს წერს, რისი გადახდის საშუალებაც არ აქვთ.

მოსახლეობა აცხადებს, რომ რეაბილიტაციის დროს 14 მილიონი ლარის დახარჯვის მიუხედავად, სასმელი წყალი ამ დრომდე დაბინძურებული მიეწოდებათ.

პროტესტს გამოეხმაურა მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, მისი თქმით, პროტესტი სამართლიანია, რადგან წყლის ხარისხთან დაკავშირებით შემსრულებელ კომპანიასთან გარკვეული კითხვები მათაც აქვთ. რაც შეხება განმრიცხველიანებას, მდივნიშვილის განმარტებით,ზაფხულში დარიცხული გაზრდილი გადასახადი ჩამოეჭრებათ, ხოლო სისტემის ბოლომდე დამონტაჟებდე, მრიცხველები ექსპლუატაციაში არ შევა.