საგარეჯოს მერის პირველმა მოადგილემ სოფელ ხაშმში, შიდა საავტომობილო გზაზე მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერა

საგარეჯოს მერის პირველმა მოადგილემ სოფელ ხაშმში, შიდა საავტომობილო გზაზე მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსი გილაშვილმა სოფელ ხაშმში, შიდა საავტომობილო გზაზე პიველი-მსხვილმარცვლოვანი ფენით მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერა.

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, შიდა საავტომობილო გზაზე პიველი-მსხვილმარცვლოვანი ფენით მოასფალტების სამუშაოები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ალექსი გილაშვილმა ადგილზე დაათვალიერა, საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელსა და სოფლის მოსახლეობას გაესაუბრა, მათი მოსაზრებები მოისმინა და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.

აღნიშნულ სამუშაოებს სს "კავკასავტომაგისტრალი" ახორციელებს და პროექტის ჯამური ღირებულება 714253.74 ლარს შეადგენს”, - აცხადებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.