სიღნაღში, სასტუმრო-რესტორან „ნიკალაში" გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სიღნაღში, სასტუმრო-რესტორან „ნიკალაში" გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სიღნაღში, სასტუმრო-რესტორან „ნიკალაში" გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, სიღნაღში, სასტუმრო-რესტორან "ნიკალას" სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები გავიდნენ. ცეცხლი შენობის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა და არსებობდა გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს შენობაში მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია და ცეცხლის ლოკალიზება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები“, - აცხადებენ უწყებაში.

იხილეთ ვიდეო: სიღნაღში სასტუმრო "ნიკალაში" ხანძარი ლოკალიზებულია