სიღნაღში, სასტუმრო „ნიკალაში“ ხანძარია

სიღნაღში, სასტუმრო „ნიკალაში“ ხანძარია

სიღნაღში, ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო „ნიკალაში“ ხანძარია. ცეცხლი სახურავს გაუჩნდა. უსაფრთხოების მიზნით პერსონალს და მოქალაქეებს შენობა დაატოვებინეს.

ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო მანქანა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცეცხლის კერების ლოკალიზება.

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.

იხილეთ ვიდეო: სიღნაღში, სასტუმრო "ნიკალაში" ხანძარია