თორნიკე რიჟვაძე - დღევანდელი დღე უმძიმესი დღეა როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის

„დღევანდელი დღე არის უმძიმესი დღე როგორც ჩვენთვის, ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის“, - ასე ეხმაურება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე სოხუმის დაცემის დღეს.
მისი თქმით, მხოლოდ სამშვიდობო ინიციატივითა და თანმიმდევრული პოლიტიკით არის შესაძლებელი, რომ ყველამ ერთიან საქართველოში ვიცხოვროთ.
„დღევანდელი დღე არის უმძიმესი დღე როგორც ჩვენთვის, ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის. 27 სექტემბერი არის დღე, როცა სოხუმი დაეცა. მხოლოდ სამშვიდობო ინიციატივითა და თანმიმდევრული პოლიტიკით არის შესაძლებელი, რომ აღდგეს ნდობა და ჩვენ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში. ასევე, დღევანდელი დღე არის ჟიული შარტავას ტრაგიკულად დაღუპვის დღე, ეს არის გმირობის, თავდადების და სამშობლოს სიყვარულის ნათელი მაგალითი“ , – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
სოხუმის დაცემიდან 26 წლისთავთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ქალაქ ბათუმის მერი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საზოგადოების წარმომადგენლები გმირთა ხეივანში შეიკრიბნენ და ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

























