გორს პოლონეთის დელეგაცია სტუმრობს

გორის მუნიციპალიტეტს პოლონეთიდან დელეგაცია სტუმრობს. პომორსკის რეგიონის წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს შეხვდნენ, სადაც ასევე კარტოზის მერიც იმყოფებოდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პოლონეთის დელეგაცია სოფელ ტირძნისის საბავშვო ბაგა - ბაღს ესტუმრა და ბავშვებს საჩუქრად სათამაშოები მიუტანა.
„მიმდინარე წელს პილონელების მიერ სააღმზრდელო დაწესებულების შენობის ნაწილის რეაბილიტაცია განხორციელდა, რამაც ბაღის ადმინისტრაციას ახალი ჯგუფების დამატების საშუალება მისცა.
გორის მერია პოლონელებთან მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობს. მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში მოხდება სამომავლო პროექტების განხილვაც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























