ტყიბულში მერიასთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა

ტყიბულში მერიასთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა

ტყიბულში მერიასთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რომელმაც აქციის მონაწილეს პირველადი დახმარება გაუწია.

ტყიბულში მერიასთან მეშახტეთა აქციაზე მისვლა მეშახტეებმა გუშინ ადგილობრივ მოსახლეობას სთხოვეს.

შეგახსენებთ, რომ მეშახტეები ხელფასების დარიგებას ითხოვენ. გუშინ 25-მდე მეშახტე შახტაში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.