ბათუმში დაკავებული 4 ყოფილი მაღალჩინოსანი 100 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

ბათუმში დაკავებული 4 ყოფილი მაღალჩინოსანი 100 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

ბათუმში დაკავებული 4 ყოფილი მაღალჩინოსანი სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ - ყოფილი ვიცე-მერი, თენგიზ პეტრიძე, აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ბაგრატ მანველიძე, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვლადაიმერ ხინთიბიძე და მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი, ბექა ხალვაში.

პატიმრობაში რჩებიან ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, არჩილ ვანაძე და მერიის ქონების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი, ეგასლან ლომაძე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დღეს განახლდა, მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელა. მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს საგამოძიებო ორგანო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვას ედავება. საქმე "იაფი სახლის“ პროექტს ეხება.