გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 სექტემბერს, 11:00-დან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ტუშურები, იარაჯულები, ჯიჯეთი, ხოფცა, წიკვლიაანთკარი და მიმდებარე სოფლები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ასევე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: გუდაური, ქუმლისციხე, დარიალი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

























