ტყიბულში, მეშახტეები მოსახლეობას მოუწოდებენ, ხვალ შეიკრიბონ

ტყიბულში, მეშახტეები მოსახლეობას მოუწოდებენ, ხვალ, 10:00 საათისთვის შეიკრიბონ. ტყიბულში მეშახტეებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ფეხით მსვლელობა მოაწყეს. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას, მაღაზიების მეპატრონეებს, მუნიციპალიტეტში დასაქმებულებს მოუწოდებენ, ხვალ დილით შეიკრიბონ.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულში 25-მდე მეშახტე შახტში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებს, ვიდრე ხელფასს არ მიიღებს.

























