გოჩა ენუქიძემ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს საჩუქრები გადასცა

გოჩა ენუქიძემ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს საჩუქრები გადასცა

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად ამბროლაურის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს საჩუქრად კომპიუტერი და საკვები პროდუქტები გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭის გუბერნიიდან აცნობეს.

"ამბროლაურში, ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, მცირე საოჯახო ტიპის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს ვესტუმრე, სადაც 8 ბავშვი ცხოვრობს. ძალიან ემოციური იყო მათთან შეხვედრა. ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მივულოცეთ. ვისაუბრეთ მომავლის გეგმებზე. ბედნიერი ვარ, რომ დღეს მათი გახარება შევძელით," - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.