სოფელ უდაბნოში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მიმდინარეობს საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები, რომელიც საქართველოში განსახორციელებელი რეგიონული პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

























