ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვას, სადაც სამართალდამცველები დაიკითხნენ, 85 წლის ომარ გამყრელიძე ესწრებოდა

ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვას, სადაც სამართალდამცველები დაიკითხნენ, 85 წლის ომარ გამყრელიძე ესწრებოდა

ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაზე, თელავის რაიონულ სასამართლოში, 85 წლის ომარ გამყრელიძის და მისი შვილიშვილის გაერთიანებული საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. სხდომაზე დაცვის მხარის მოწმები დაიკითხნენ, მათ შორის კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსი გიორგი აბელაშვილი და ინსპექტორ-გამომძიებელი დავით ბარამაშვილი. მათთან კითხვები ჰქონდა როგორც პროკურორს, ასევე ადვოკატს და ბრალდებულ ომარ გამყრელიძეს.

მოწმეებმა მკვლელობის დღეს, შემთხვევის ადგილზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით უპასუხეს კითხვეს. მანამდე კი, პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა შუამდგომლობა დააყენა ბრალდის მხარის რამდენიმე მოწმის ჩვენება უდავო გამხდარიყო, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა აღნიშნული შუამდგომლობა გაითვალისწინა. სასამართლო სხდომას ესწრებოდა ორივე ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძე და მისი შვილიშვილი ომარ გამყრელიძე.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება 85 წლის ომარ გამყრელიძეს მკვლელობაში დახმარებას, ხოლო მის შვილიშვილს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა- შენახვას ედავება.

მორიგი სასამართლო სხდომა 23 სექტემბერს,16:00 საათზე დაინიშნა.