იმერეთის გუბერნატორმა პირველი მოადგილე დანიშნა

იმერეთის გუბერნატორმა პირველი მოადგილე დანიშნა

იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ პირველი მოადგილედ იოსებ ხახალეიშვილი დანიშნა. პირველი მოადგილის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმე თვის წინ ზვიად შალამბერიძე გუბერნატორი გახდა. სწორედ მას ეკავა მანამდე ვიცე-გუბერნატორის თანამდებობა.