ოზურგეთში იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით მე-13 ბიურო გაიხსნება

19 სექტემბერს, ოზურგეთში იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით მე-13 ბიურო გაიხსნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იურიდიული დახმარების ცენტრიდან აცნობეს, ბიუროს თანამშრომლები ადგილობრივებს უფასოდ გაუწევენ ისეთ დახმარებას, როგორიცაა: იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა, საადვოკატო მომსახურება და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში გადახდისუუნარო მოსახლეობისთვის,კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მათივე ინფორმაციით, ხვალვე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, რაჟდენ კუპრაშვილი ადგილობრივებს ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელის თანამდებობაზე, იამზე მემარნიშვილს წარუდგენს.
"იურიდიული დახმარების სამსახური თანდათანობით ზრდის სერვისების ტერიტორიულ ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს ახალი ოფისების გახსნას, განსაკუთრებით იმ დასახლებებში, სადაც პოტენციური ბენეფიციარების რიცხვი მრავლადაა",-ნათქვამია ინფორმაციაში.

























