„ბათუმის წყალმა“ მსოფლიო საერთაშორისო წყლის მონიტორინგის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა

„ბათუმის წყალმა“ მეორე საჯარო სკოლაში, მსოფლიო საერთაშორისო წყლის მონიტორინგის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებისთვის წყლის აღების, სასმელად ვარგის კონდიციამდე დაყვანისა და ლაბორატორიული შემოწმების მეთოდების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბათუმის წყალიდან“ აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებს წყლის დამუშვების პროცედურებისა და მოსახლეობამდე დისტრიბუციის პროცედურების შესახებ ინფორმაცია „ბათუმის წყლის“ ლაბორატორიის უფროსმა ლანა კეკუტია გააცნო.
კომპანიის ინფორმაციით, მოსწავლეებმა რეალურ რეჟიმში იხილეს წყლის ლაბორატორიული კვლევითი მეთოდების და ყოველდღიური მონიტორინგის პროცესი.

























