ოკუპირებული ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი ერთჯერადად გაიხსნა და სასწრაფო დახმარების მანქანამ საქართველოს  ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქალი გადმოიყვანა

ოკუპირებული ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი ერთჯერადად გაიხსნა და სასწრაფო დახმარების მანქანამ საქართველოს  ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქალი გადმოიყვანა

ოკუპირებული ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი ცოტა ხნის წინ ერთჯერადად გაიხსნა და სასწრაფო დახმარების მანქანამ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 55 წლის ქალი გადმოიყვანა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი.

ქალი გულის შეტევით ჯერ ახალგორის, შემდეგ კი ცხინვალის საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა, მას შემდეგ, რაც პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. გამშვები პუნქტის ერთჯერადად გაღების გადაწყვეტილება მიიღეს.

რამდენიმე დღის წინ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ „საზღვარი“ გაურკვეველი ვადით ჩაკეტა, მიზეზად კი, ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრის“ ცალკეულ მონაკვეთებზე „ოფიციალური თბილისის მიერ დაძაბულობის შექმნა და აქედან გამომდინარე, გართულებული ოპერატიული მდგომარეობა“ დაასახელეს.