დავით ბაქრაძე - „ქართული ოცნების“ ხელწერა-მუშაობის ნაცვლად, მოსახლეობის დაშინებაა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვილიშორის მოსახლეობას შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, ადგილობრივებისთვის მძიმე სოციალური ფონისა და ეკონომიკური მდგომარეობის გარდა, გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს სასმელი წყალი. მათივე ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი ჩაატარა, 300 ათასი ლარი დახარჯა, თუმცა სოფელი წყლის გარეშეა დარჩენილი.
„ეს არის „ქართული ოცნების" ხელისუფლების მუშაობის შედეგი. იმის ნაცვლად,რომ ეს პრობლემა მოაგვარონ , დღეს სოფლის რწმუნებული აშინებდა მოსახლეობას ,რომ არ შემდგარიყო ეს შეხვედრა და მათ არ ესაუბრათ საკუთარ პრობლემაზე. ფული შეიჭამა, საქმე არ გაკეთდა და გამოსავლი არის არა ის, რომ რაღაც შეიცვალოს და ადამიანებს პრობლემა მოუგვარდეთ, არამედ ის , რომ ადამიანები დააშინონ სოციალური დახმარების მოხსნით ,რომ მათ არ ილაპარაკონ პრობლემაზე .
აი ეს არის დღევანდელი სიტუაცია და ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის ერთი -ამ მავნებელი და უცოდინარი გუნდის გაშვება სახლში პირველივე არჩევნებზე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

























