რუსთავში, „მადაგონის" სავაჭრო-გასართობ ცენტრში ძლიერი დაკვამლიანება იყო

რუსთავში, „მადაგონის" სავაჭრო-გასართობ ცენტრში ძლიერი დაკვამლიანება იყო

რუსთავში, „მადაგონის" სავაჭრო-გასართობ ცენტრში ძლიერი დაკვამლიანება იყო. ადგილზე მუშაობდა ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. უსაფრთხოების მიზნით, ცენტრიდან თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტაში ელექტროსადენებს გაუჩნდა, რამაც შენობაში ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დახმარება ერთ თანამშრომელს გაუწია, რომელმაც წინასწარი ინფორმაციით, კვამლისგან მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო.