კლდის მასის ჩამოშლის გამო, ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის გზაზე მოძრაობა აკრძალულია

ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის გზაზე მოძრაობა დროებით აკრძალულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე კლდის მასა ჩამოიშალა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

























