ირაკლი კობახიძე - ლარის კურსის მოსაწესრიგებლად იქნება კონსულტაციები როგორც მთავრობასთან, ისე ეროვნულ ბანკთან

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლარის კურსის გამყარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ საკითხის მოგვარებაში პარლამენტიც იქნება ჩართული თავისი კომპეტენციის ფარგლებში. „იქნება კონსულტაციები როგორც მთავრობასთან, ისე ეროვნულ ბანკთან, რომ ეს საკითხი მოწესრიგდეს“, - აღნიშნა კობახიძემ.

























